ირაკლი კობახიძე გურჯაანში კულინარიული კოლეჯის მშენებლობის პროცესს გაეცნო


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, გურჯაანში კულინარიული კოლეჯის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
200 სტუდენტზე გათვლილი პროფესიული კოლეჯი 21 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება. უახლესი სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები, სარესტორნო, სამზარეულო, სამაცივრე და სასაწყობო სივრცეები. კოლეჯი უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვება.
კომპლექსში ასევე იფუნქციონირებს 60 სტუდენტზე გათვლილი კამპუსი, სპორტული დარბაზი და რეკრეაციული სივრცე. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. პროექტი ბასკეთის კულინარიის სკოლასთან პარტნიორობით ხორციელდება და მისი ღირებულება 17 მილიონ ლარამდეა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს