ირაკლი კობახიძე - გუშინ დააკავეს სამი პირი, აქედან ერთი არის „ნაცი“ აქტივისტი - „ტიტუშკა“, 2 კი ჩვენი პარტიის მხარდამჭერი


ავტორი
Front News საქართველო
გუშინ დააკავეს სამი პირი, აქედან ერთი პირი არის „ნაცი“ აქტივისტი, „ტიტუშკა“, 2 კი ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, მაგრამ სამართალი ყველას მიმართ უნდა მოქმედებდეს თანაბრად, დანარჩენს გადაწყვეტს სასამართლო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, კანონი დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის მიმართ უნდა მოქმედებდეს.
"მუხლი ითვალისწინებს, რომ 150 ლარის ზევით ზარალის შემთხვევაში გათვალისწინებულია 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ სასჯელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და სასამართლო ითვალისწინებს მათ შორის ფასსაც და ყველაფერს. შესაბამისად, თქვენ რომ ამბობთ, რომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდება ამ ადამიანს, ეს არის ცარიელი, მარტივი სპეკულაცია", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს