
ავტორი
Front News საქართველო
პავლიკ მოროზოვის მორალური ღირებულებები არის ის, რასაც ეფუძნება კოლექტიური ნაცმოძრაობა, აქედან გამომდინარე, სერიოზული არ არის ეს გაერთიანება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური ჯგუფებისა და ხელოვანების ნაწილის გაერთიანებაზე საუბრისას აღნიშნა.
“გუშინ დაფუძნდა ორგანიზაცია ნორჩი ნაციონალი, სადაც ისედაც ვიცოდით, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული. ანუ, ცალკეულ ორგანიზაციებში და ახლა ისინი გააერთიანეს. აქედან ერთ-ერთი შეგახსენებთ, არის ვინმე მანაგაძე, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურობდა „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ და მან საკუთარი დედის მიმართ გამოიყენა სიტყვა – ამორალური, რაც შემდეგ მოიწონეს „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა, მათ შორის, ნაცმოძრაობის კუთვნილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა. ეს იმას ნიშნავს, რომ პავლიკ მოროზოვის მორალური ღირებულებები არის ის, რასაც ეფუძნება კოლექტიური ნაცმოძრაობა. წარმოიდგინეთ, გაემიჯნა საკუთარ დედას და ეს მერე მოუწონეს კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, თუ რა ღირებულებებზე დგას ლიბერალური ფაშიზმი, კოლექტიური ნაცმოძრაობა და რა ღირებულებებზე დგანან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. აქედან გამომდინარე, სერიოზული არ არის ეს გაერთიანება. ისედაც იცოდა ყველამ, რომ ისინი იყვნენ ნორჩი ნაციონალები. ისინი უბრალოდ მანამდე დაყოფილი იყვნენ რამდენიმე ჯგუფად და დღეს ერთ ჯგუფად გაერთიანდნენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს