ირაკლი კობახიძე - გუშინ ვაშინგტონში ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, რაც ძალიან სამწუხაროა


ავტორი
Front News საქართველო
გუშინ ვაშინგტონში ჩვენ ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, რაც, ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჰელსინკის კომისიაში გამართულ მოსმენას ეხებოდა, სადაც მომხსენებლები სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი იყვნენ.
მისი შეფასებით, როდესაც ქართველი კარგავს სახეს, როდესაც ქართველი პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, ეს არის ტრაგიკული მოვლენა.
პრემიერმა ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ რას ნიშნავს, როდესაც აღნიშნულ კონფერენციას მართავდა ჯო უილსონი, რომელიც კავშირშია ოპოზიციასთან.
"ჯო უილსონი, პირველ რიგში, არის Deep State-ის აგენტი და მერე არის დაფინანსებული ლობისტი. ორივე ერთად არის, მაგრამ პირველ რიგში, ისიც არის Deep State-ის აგენტი, ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილი, თინა ხიდაშელი. გუშინ ვაშინგტონში ჩვენ ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, რაც, ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა. როდესაც ქართველი კარგავს სახეს, როდესაც ქართველი პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, ეს არის ტრაგიკული მოვლენა, თუმცა ეს არის მათი ტრაგედია. მეტ კომენტარს ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს