ირაკლი კობახიძე - გუშინ ვიხილეთ „ნაცი ტიტუშკები“ და „ნაცი ორკები“ და სწორედ ასეთია აქციებზე მდგომი „ენჯეოების“ სახეც, ისინი არიან არქიფოს მრევლი


ავტორი
Front News საქართველო
აქციებზე მდგომი „ენჯეოების“ წარმომადგენლებიც ჩვეულებრივად არქიფოს მრევლი არიან, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არაფრით განსხვავდებიან, უფრო სწორად თვითონ არიან „ორკების“ შემადგენელი ნაწილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მათგანაც დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები.
„გუშინ რომ ვიხილეთ „ნაცი ტიტუშკები“ და „ნაცი ორკები“, სწორედ ასეთია ამ „ენჯეოების“ სახეც. ყველაზე ტრაგიკული ამ ყველაფერში ისაა, რომ ისინი ქვეყნის გარედან ფინანსდებიან, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათგანაც დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს