ირაკლი კობახიძე - გუშინ ვნახეთ 4 პარტია, 40 NGO, მთელი „დიფ სთეითი“, ევროპული ბიუროკრატიის დაფინანსება და "2000 ქართველ ხალხზე“ მეტი ვერ გამოიყვანეს


ავტორი
Front News საქართველო
გუშინ ვნახეთ 4 პარტია, 40 NGO, მთელი „დიფ სთეითი“, ევროპული ბიუროკრატიის დაფინანსება და „2000 ქართველ ხალხზე“ მეტი ვერ გამოიყვანეს, ბოლომდე გაინადგურა თავი მთელმა რადიკალურმა ოპოზიციამ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი მიდის ძალიან კარგად, რადიკალური ოპოზიცია თავს ინადგურებს, ქვეყანა კი ვითარდება.
"ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, რადიკალური ოპოზიცია კიდევ უფრო ინადგურებს თავს, ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება, ქვეყანა ვითარდება ყველა მიმართულებით და ეს განვითარება, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს