
ავტორი
Front News საქართველო
გუშინდელ აქციაზე არ მომხდარა არავითარი დარბევა, დარბევა როდის იყო იცით? – 2011 წლის 26 მაისს, როდესაც რამდენიმე ცხედარი განათავსეს ჯიხურების თავზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გუშინდელ აქციაზე იყო სამი სამწუხარო ინციდენტი, ხუთი ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო და დაზიანებებზე დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ.
“შეკრების დაშლა საზოგადოდ მოხდა უმაღლესი ევროპული სტანდარტებით, იყო სამი სამწუხარო ინციდენტი, როდესაც ალბათ, პოლიციელებს უმტყუნა ნერვებმა, მაგრამ რაც შეეხება დაზიანებებს, ხუთი ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო და დაზიანებებზე დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ, რაც ეფუძნება ექიმების მიერ შედგენილ დასკვნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს