ირაკლი კობახიძე - გვაქვს უპრეცედენტო მაჩვენებელი, 80%-ზე მეტი და მივიღეთ დაახლოებით მილიონი ხმა


ავტორი
Front News საქართველო
მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით "ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმების 80%-ზე მეტი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნებას“ აქვს უპრეცედენტო მაჩვენებელი.
"მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმების 80%-ზე მეტი. თითქმის დასრულებულია უკვე ხმების დათვლა, გვაქვს უპრეცედენტო მაჩვენებელი, 80%-ზე მეტი და მივიღეთ დაახლოებით მილიონი ხმა. კიდევ ერთხელ მადლობა ამომრჩეველს და რა თქმა უნდა, გამარჯვება არის საფუძველი იმისა, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება, თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს