
ავტორი
Front News საქართველო
უახლოეს დღეებში ჩვენს კალათბურთელებს აქვთ მნიშვნელოვანი თამაშები, გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რომ პირველად ისტორიაში მოვხვდეთ ოლიმპიადაზე. მე მათ მინდა, ვუსურვო წარმატებები, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი ოქროს, ვერცხლის, თუ ბრინჯაოს მედალი მიიღოს ოლიმპიადაზე.
“ოლიმპიადა იწყება ძალიან მალე და ჩვენს ოლიმპიელებს მინდა ვუსურვო წარმატებები, გამარჯვებები. გვყავს ალბათ ყველაზე კარგი გუნდი, ბოლო დროინდელი ისტორიის განმავლობაში და გვაქვს ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი ოქროს, ვერცხლის, თუ ბრინჯაოს მედალი წამოვიღოთ ამ ოლიმპიადიდან. თითოეულ ჩვენს სპორტსმენს მინდა, ვუსურვო ძალიან დიდი წარმატებები და გამარჯვება ოლიმპიადაზე”, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს