
ავტორი
Front News საქართველო
თუ პრეზიდენტი განაგრძობს კონსტიტუციის დარღვევას, ამაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება, გავაკეთებთ შესაბამის განცხადებებს, – განუცხადა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის იგეგმება ზურაბიშვილის, ლომჯარიას და გახარიას ერთობლივი პარტიის ჩამოყალიბება.
“რაც შეეხება მის შესაძლო პოლიტიკურ გააქტიურებას, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგეგმება მისი, ლომჯარიას და გახარიას ერთობლივი პარტიის ჩამოყალიბება საპარლამენტო არჩევნებისთვის. ესეც მათი საქმეა, საბოლოო ჯამში ამ პარტიასაც არ აქვს არავითარი წარმატების შანსი. რა თქმა უნდა, ისინი 5%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს