Logo

ირაკლი კობახიძე – გვაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი მაინცდამაინც დღეს აპირებს, რომ გახდეს ცუდად

პოლიტიკა
493
Frontnews image description

გვაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილის მაინდამაინც დღეს აპირებს ცუდად გახდომას, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

“რაც შეეხება სააკაშვილს და მის იმიტირებულ შიმშილობას, ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ის მაინცდამაინც დღეს აპირებს, რომ გახდეს ცუდად, აპირებს სიმულირებას იმისთვის, რომ თავის მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას, თუმცა ესეც არის განწირული წარუმატებლობისთვის, როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა, ამას ვერ ექნება ვერანაირი წარმატება. 

 

ეს არის სამარცხვინო კაცი, ამის გამო მან უნდა მოინანიოს, კი არ უნდა იშიმშილოს, ეს არის სამარცხვინო კაცი. დაველოდოთ უწყებებს და ისინი წარმოადგენენ მტკიცებულებებს. მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში 3 ლიტრ ლიმონათს სვამს ეს კაცი, ყიდულობს. დღეში 3 ლიტრი ლიმონათი არის იმ სირცხვილის გაგრძელება, რასაც წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი”, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები