
ავტორი
Front News საქართველო
ევროინტეგრაციის მიმართულებით გვაქვს მკაფიო გეგმა. ეს გეგმა პირველ რიგში, გულისხმობს 9 პუნქტის შესრულებას, გვაქვს კომუნიკაცია და მეც აქამდეც პირადად მქონდა მუდმივი კომუნიკაცია ევროკავშირის წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავრობის სამომავლო გეგმები მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად მოხდება პროგრამის წარდგენა.
“ინტენსიური კომუნიკაცია გაგრძელდება, მათ შორის, ვიმუშავებთ 9 პუნქტის შესრულებაზე, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე- ეს არის მოლაპარაკების გახსნა, მერე იმის შემდეგ ეტაპზე და ა.შ. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ უფრო მეტად წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, პროგრამას, მოვიტოვოთ შემდეგი დღეებისთვის, როცა ოფიციალურად მოხდება პარლამენტში პროგრამის წარდგენა, ამის შემდეგ გაიგებთ ყველაფერს იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს