
ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია კვლავაც რჩება ოპოზიციის დღის წესრიგში, თუმცა, ამის მიუხედავად, მთლიანობაში,საარჩევნო პროცესები წარიმართება ჯანსაღ გარემოში, რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
მისი თქმით, ყველა წინა არჩევნებთან შედარებით, ეს საარჩევნო პროცესი არის ყველაზე მშვიდი.
“საარჩევნო გარემო არის საკმაოდ ჯანსაღი. გვაქვს უპრეცედენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემო, თუ შევადარებთ ყველა წინა არჩევნებს, ეს საარჩევნო პროცესი არის მაინც ყველაზე მშვიდი. ძალაში რჩება მთავარი პრობლემა, რასაც ეწოდება პოლარიზაცია, რასაც ჩვენ ვუწოდებთ რადიკალიზმს. სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია კვლავაც რჩება ოპოზიციის დღის წესრიგში, თუმცა, ამის მიუხედავად, მთლიანობაში,საარჩევნო პროცესები წარიმართება ჯანსაღ გარემოში, რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ორი კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე და იმედი მაქვს, რომ ამ ორი კვირის განმავლობაშიც ანალოგიურად, მშვიდობიან გარემოში გაგრძელდება საარჩევნო პროცესები“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს