ირაკლი კობახიძე - გვიმტკიცებენ, რომ საქართველო არის დაბალი ღობე და მას არ შეუძლია მიიღოს ის კანონები, რომლებსაც იღებენ ევროპის ქვეყნები


ავტორი
Front News საქართველო
გვიმტკიცებენ, რომ საქართველო არის დაბალი ღობე და მას არ შეუძლია მიიღოს ის კანონები, რომლებსაც იღებენ ევროპის ქვეყნები - საქართველოში უნდა მოგვიწყონ რევოლუცია, კანონიც არ უნდა მივიღოთ რევოლუციის წინააღმდეგ და თვითონ საკუთარი თავი უნდა დაიცვან რევოლუციებისგან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს სჭირდება კანონები, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
"ორმაგი სტანდარტის მიზეზი არის ერთადერთი - გვიმტკიცებენ, რომ საქართველო არის დაბალი ღობე და მას არ შეუძლია მიიღოს ის კანონები, რომლებსაც იღებენ ევროპის ქვეყნები. ყველაფერი დღესავით ნათელია. საქართველოში უნდა მოგვიწყონ რევოლუცია, კანონიც არ უნდა მივიღოთ რევოლუციის წინააღმდეგ და თვითონ საკუთარი თავი უნდა დაიცვან რევოლუციებისგან. ჩვენ არ შეიძლება დავუშვათ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების ხელყოფა, არ შეიძლება გავაღრმაოთ ასეთი საფრთხეები. ჩვენ გვჭირდება კანონები, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს