ირაკლი კობახიძე - გვინდა, ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით


ავტორი
Front News საქართველო
გვინდა, ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით იმ ნაბიჯებით, რომლებიც უკვე გადაიდგა და რომლებიც იდმება, აბსოლუტურად რეალისტურია ამ მიზნის მიღწევა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება ყველა მიმართულებით, ამაში შედის, მათ შორის შესაბამისი საქმეების გამოძიება.
"გარდა იმისა, რომ ჩვენ ცვლილებები შევიტანეთ მთავრობის საქმიანობაში, სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობაში, ჩვენ ასევე ვიღებთ ზომებს, რომ გამოვიძიოთ ყველა შესაძლო სამართალდარღვევა. ყველა მიმართულებით გაგრძელდება აქტიური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. ჩვენი ამბიციური მიზანი მინდა, შეგახსენოთ გვინდა, ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით იმ ნაბიჯებით, რომლებიც უკვე გადაიდგა და რომლებიც იდმება, აბსოლუტურად რეალისტურია ამ მიზნის მიღწევა მე ასე მგონია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს