Logo

ირაკლი კობახიძე - გვითხრეს, რომ "ნაცმოძრაობიდან“ გამოჰქონდა ინფორმაცია და ამით გაამართლეს თანხის მიცემა, თუმცა ჩვენთვის ეს ყველაფერი მიუღებელი აღმოჩნდა

პოლიტიკა
161
Frontnews image description

ჩემთვის ლევან ხაბეიშვილი არის ანიტა, მას შემდეგ რაც უწყისიდან ამოვიკითხე ეს სახელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის არაოფიციალური უწყისით იღებდა ხელფასს.

"ჩვენ გვირჩიეს მისთვის ხელფასის გაზრდა, გვირჩია კონკრეტულმა ადამიანმა. გვითხრეს, რომ კონკრეტული, არაოფიციალური უწყისით იღებდა ხელფასს. ეს არ იყო ბიუჯეტის ფული, ეს იყო არაფორმალური უწყისი და მაგიტომ შეიძლება, არ მიეცეს ქრთამის კვალიფიკაცია. ჩვენ გვითხრეს, რომ „ნაცმოძრაობიდან“ გამოჰქონდა ინფორმაცია და ამით გაამართლეს თანხის მიცემა, თუმცა ჩვენთვის ეს ყველაფერი მიუღებელი აღმოჩნდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

Advertisement