
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია იქნა შემოღებული, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების და ქართული კომპანიების კონსტიტუციური უფლებები ვერ იქნება დარღვეული და ასევე გასუფთავდა ეროვნული ბანკი.
“ოპოზიციამ გუშინ არაფრიდან ჭიქაში ქარიშხალი შექმნა. საბოლოო ჯამში რა შედეგი მივიღეთ, პრაქტიკულად 150-ვე კაცზე ვრცელდება იმ სიიდან ეს სანქციები, არავითარი პრობლემა არაფერს არ ექმნება, არც საბანკო სექტორს, არც საფინანსო ინსტიტუტებს, არც ეროვნულ ბანკს, დამთავრდა, ამოიწურა ეს საკითხი, ასე დაჯდა ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია იქნა შემოღებული, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების და ქართული კომპანიების კონსტიტუციური უფლებები ვერ იქნება დარღვეული და ასევე ეროვნული ბანკი გასუფთავდა.
იდეალური სურათი მიიღო ჩვენმა ქვეყანამ ამ ყველაფრიდან. ზოგი ჭირი მარგებელია, არის ასეთი გამოთქმა, ამ შემთხვევაში ერთდღიანი ჭირის დატრიალება სცადა ოპოზიციამ, თუმცა საბოლოო ჯამში საკუთარი თავი დაისაჯა ამ ყველაფრით“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს