
ავტორი
Front News საქართველო
არასამთავრობოებს, რომლებიც კატეგორიულად ითხოვდნენ ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის შენარჩუნებას, ახლა ნეგატიური რეკლამა აშფოთებთ, ეს ორმაგი სტანდარტია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“ჩვენ დაახლოებით 2 წლის წინ აქტიურად ვმსჯელობდით ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის აკრძალვის საკითხზე. ეს საკითხი ასახული იყო კიდეც იმ კანონპროექტში, რომელიც საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განიხილებოდა, თუმცა მაშინ მთელი კამპანია მოაწყვეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიებმა სწორედ ამ ნორმის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებდა არჩევნებში ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის აკრძალვას, მაშინ მე კომენტარი გავაკეთე იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ინიციატივით სიძულვილმა გაიმარჯვა და საბოლოოდ, ეს ნორმა აღარ ჩაიდო საარჩევნო კოდექსში.
დღეს იგივე ადამიანები, აქ არის მათ შორის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ იბრძოდა აქტიურად საარჩევნო კამპანიაში სიძულვილის ენის შენარჩუნებისთვის, ასევე საია, ISFED. დღეს ეს ადამიანები გაკვირვებით საუბრობენ იმაზე, რატომ არის გამოკრული გარკვეული ბილბორდები ქუჩებში და ამის წინააღმდეგ აწარმოებენ კამპანიას. იგივე არასამთავრობოები, რომლებიც კატეგორიულად ითხოვდნენ ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის შენარჩუნებას, იგივე ადამიანებს აშფოთებთ ახლა ნეგატიური რეკლამა. ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ გარკვეული ადამიანები მხოლოდ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედებენ“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს