Logo

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა

პოლიტიკა
296
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა.

როგორც პრემიერი X-ზე წერს, მან ილჰამ ალიევს დაბადების დღე  მიულოცა და ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ძლიერი მეგობრობა.

"თბილი სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, რომელსაც დაბადების დღე მივულოცე, ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვე. კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ერთმანეთს ძლიერი მეგობრობა და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობები“, - წერს კობახიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები