Logo

ირაკლი კობახიძე - იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც გამოიარა ეუთო/ოდირმა საქართველოში, მესმის, რომ მათ მაინცდამაინც მაღალი მოტივაცია არ ჰქონდათ

პოლიტიკა
149
Frontnews image description

რეალურად საკმარისი დრო იყო ერთი თვე იმისათვის, რომ ეუთო/ოდირი ჩამოსულიყო საქართველოში, თუმცა ჩვენ გვესმის იმ გამოწვევების გათვალისწინებით, შეურაცხყოფა, ათასი უბედურება, რაც გამოიარა ეუთო/ოდირმა საქართველოში, მე მესმის, რომ მათ მაინცდამაინც მაღალი მოტივაცია არ ჰქონდათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ერთი თვით ადრე ეუთო/ოდირის მოწვევა არის ჩვეულებრივი პრაქტიკა.

"არის ჩეხეთის მაგალითი, ერთი თვით ადრე იყო ზუსტად, 2-ში მოიწვიეს. მისიის ანგარიშში წერია სწორედ ის, რომ ელოდებოდნენ მოწვევას, მოსალოდნელ მოწვევას უკავშირდებოდა, მოწვეული არ იყო. მინდა, შეგახსენოთ, რომ როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა 2008 წელს 5 იანვარს, 2007 წლის 6 დეკემბერს მოიწვიეს, ერთი თვე ეყო მაშინ ეუთო/ოდირს. ამიტომ აქ სასპეკულაციო საერთოდ არაფერია, რეალურად საკმარისი დრო იყო ერთი თვე იმისათვის, რომ ეუთო/ოდირი ჩამოსულიყო საქართველოში, თუმცა ჩვენ გვესმის იმ გამოწვევების გათვალისწინებით, შეურაცხყოფა, ათასი უბედურება, რაც გამოიარა ეუთო/ოდირმა საქართველოში, მე მესმის, რომ მათ მაინცდამაინც მაღალი მოტივაცია არ ჰქონდათ“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement