ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები საბოლოო ჯამში მშვიდობის დამყარებით დასრულდება


ავტორი
Front News საქართველო
იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები საბოლოო ჯამში მშვიდობის დამყარებით დასრულდება. მე მინდა უკრაინას და მთლიანად ევროპის კონტინენტს ვუსურვო მშვიდობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სურამის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, მშვიდობის დარღვევამ ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა რეგიონს, განსაკუთრებით, ევროპის კონტინენტს.
"ჩვენთვის მთავარია, დამყარდეს მშვიდობა ჩვენს რეგიონში. მშვიდობის დარღვევამ ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს რეგიონს, განსაკუთრებით, ევროპის კონტინენტს. ეს არის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები. ჩვენთვის მთავარია, დამყარდეს მშვიდობა. უკრაინისთვის და უკრაინელი ხალხისთვის არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი მშვიდობის დამყარება. იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები საბოლოო ჯამში მშვიდობის დამყარებით დასრულდება. მე მინდა უკრაინას და მთლიანად ევროპის კონტინენტს ვუსურვო მშვიდობა “, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს