
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში უკრაინაში ომი დასრულდება, შესაბამისად, დამშვიდდება რეგიონში ვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი დადებითად აისახება პოლიტიკურ ვითარებაზე რეგიონში და ასევე საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე.
“პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში დასრულდეს ომი, ეს იყო ერთ-ერთი განსახილველი საკითხი. რა თქმა უნდა, რეგიონში მშვიდობის დამყარების საკითხი იყო განხილული ამ სამიტზე. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში უკრაინაში ომი დასრულდება, შესაბამისად, დამშვიდდება რეგიონში ვითარება და ეს ყველაფერი დადებითად აისახება ზოგადად, პოლიტიკურ ვითარებაზე ჩვენს რეგიონში და ასევე საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს