ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები საბოლოოდ დასრულდება მშვიდობის დამყარებით უკრაინაში და შესაბამისად, ჩვენს რეგიონში


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენთვის მთავარია დამყარდეს მშვიდობა უკრაინაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, პირველ რიგში, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ შეწყდეს ადამიანების სიცოცხლის გაწირვა ამ ომში, რაც უმძიმესი მოვლენაა.
"უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. ისტორიულად, უკრაინელი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი და იღუპება ამდენი ადამიანი, უამრავი ადამიანი, რაც უბრალოდ ტრაგედიაა და ეს ტრაგედია უნდა შეჩერდეს. იმედი მაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები საბოლოოდ დასრულდება მშვიდობის დამყარებით უკრაინაში და შესაბამისად, ჩვენს რეგიონში. ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში გამოვდიოდით სწორედ მშვიდობის მხარეს, მაშინ, როდესაც იგივე შიდა ოპონენტები თუ გარე ოპონენტები პირიქით, ეწეოდნენ ომის ღია პროპაგანდას, ან ხანდახან ირიბ პროპაგანდას, გვთხოვდნენ ჩვენ კულისებში ომის დაწყებას და ა.შ. ჩვენ ყოველთვის ვიდექით მშვიდობის მხარეს და საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩვენი პოზიცია იყო აბსოლუტურად უალტერნატივო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს