ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრაც ამაში თავის წვლილს შეიტანს, დანარჩენი, დაველოდებით ამერიკელების პოზიციას

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი და ამოცანა - ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამაში თავის წვლილს შეიტანს მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან.
“ძალიან კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი და ამოცანა - ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრაც ამაში თავის წვლილს შეიტანს. ჩვენ სრული მზაობა გვაქვს ამისთვის. დანარჩენი, დაველოდებით ამერიკელების პოზიციას”, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


