
ავტორი
Front News საქართველო
ოპტიმიზმით ველოდები ახალ ელჩს ქალბატონ რობინ დანიგანს. იმედი მაქვს, რომ ის რადიკალურად შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელსაც მისი წინამორბედი, კელი დეგნანი აწარმოებდა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყოფილმა ელჩმა სერიოზული პრობლემები შექმნა, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში.
“ოპტიმიზმით ველოდები ახალ ელჩს ქალბატონ რობინ დანიგანს. იმედი მაქვს, რომ ის რადიკალურად შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელსაც მისი წინამორბედი, კელი დეგნანი აწარმოებდა. თქვენ იცით, რომ ძალიან უარყოფითი როლი შეასრულა ყოფილმა ელჩმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, სამწუხაროდ, კონტრპროდუქტიული იყო მისი საქმიანობა. მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახალი ელჩი რადიკალურად შეცვლის ამ დამოკიდებულებას და მისი ელჩობის პირობებში ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს არის ჩემი ძალიან დიდი სურვილი და დიდი ინტერესით ველოდები თანამშრომლობას ახალ ელჩთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს