ირაკლი კობახიძე – იმედი მინდა გამოვთქვა, რომ პარლამენტში ამერიკული “ფარას” კანონი დაიხვეწება, ვინაიდან ეს არის საკმაოდ უხეში კანონი


ავტორი
Front News საქართველო
ჩემი დამოკიდებულება იცით ამერიკული „ფარას“ კანონის მიმართ, ეს არის საკმაოდ უხეში კანონი, მე იმედი მინდა გამოვთქვა, რომ პარლამენტში დაიხვეწება ამერიკული „ფარას“ კანონი და მოვა შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პირველად ვარიანტად „ფარას“ ზუსტი ანალოგის ინიციირება იყო, რა თქმა უნდა, სწორი, თუმცა ეს კანონპროექტი საჭიროებს დახვეწას.
“ეს იქნება სწორი მიდგომა. პირველად ვარიანტად „ფარას“ ინიციირება იყო, რა თქმა უნდა, სწორი, თუმცა ეს კანონპროექტი საჭიროებს დახვეწას და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ეს არის, ბუნებრივია, პარლამენტის საქმე“, – აღნიშნა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს