ირაკლი კობახიძე - იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ევროკავშირი საკუთარ თავში იპოვის შემობრუნების ძალას

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ამოცანა, ეს არის ევროინტეგრაცია და ეს ამოცანა რჩება ამოცანად, თუმცა ვხედავთ პრობლემებს, რომლებიც არის ევროკავშირში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2" -ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გაუფასურებულია ისეთი ღირებულებები ევროკავშირში, როგორიც არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება და ეს ტენდენცია ამ ეტაპზე შეუქცევადია.
„ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ევროკავშირი საკუთარ თავში იპოვის შემობრუნების ძალას და ეს უარყოფითი ტენდენციები, იმედი გვაქვს, რომ შეიცვლება დადებითისკენ. ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, საქართველოსთვის საინტერესოა ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენი ამოცანა რჩება ამოცანად და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებები ჩვენი მხრიდან შესრულდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




