ირაკლი კობახიძე – იმისათვის გვჭირდება ღალატის შესახებ ჩანაწერის აღდგენა ჩვენს კანონმდებლობაში, რომ მაქსიმალურად მოხერხდეს ღალატის პრევენცია


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ იმისათვის გვჭირდება ღალატის შესახებ ჩანაწერის აღდგენა ჩვენს კანონმდებლობაში, რომ მაქსიმალურად მოხერხდეს ღალატის პრევენცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა.
მისი თქმით, ეს კანონი იმისთვის არის საჭირო, რომ კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის, კოლექტიური “ნაცმოძრაობის“ ლიდერებს უფრო მეტად შეეშინდებათ მომავალში სამშობლოს ღალატის ჩადენის.
“ომის დაწყებამდე, ვიდრე სააკაშვილის რეჟიმი ომს დაიწყებდა, ერთი თვით ადრე დააინიცირეს შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში და ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთ თვეში მიიღეს კანონი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას. ანუ, კონკრეტულ ძალებს ჰქონდათ დაგეგმილი ღალატი, ეს ღალატი ჩაიდინეს და ამისათვის ამოიღეს ღალატის შესახებ მუხლი, არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსიდან, არამედ, საქართველოს კონსტიტუციიდანაც კი. ანუ, ეს იყო ჩვეულებრივი დაგეგმილი ღალატის ქრონიკა და საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებებიც იყო ამისი შემადგენელი ნაწილი. ჩვენ იმისათვის გვჭირდება ღალატის შესახებ ჩანაწერის აღდგენა ჩვენს კანონმდებლობაში, რომ მაქსიმალურად მოხერხდეს ღალატის პრევენცია. სრულ პრევენციას ვერც ერთი კანონი ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ, კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს უფრო მეტად შეეშინდებათ, მომავალში ჩაიდინონ სამშობლოს ღალატი. ეს არის ჩვენი ოპტიმისტური გათვლა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს