Logo

ირაკლი კობახიძე ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგენელს შეხვდა

პოლიტიკა
383
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგენელს თორნიკე ნოზაძეს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

თორნიკე ნოზაძე 2024 წლიდან ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციას იკავებდა. მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მათ შორის, 2019-2022 წლებში იყო ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული. 2018-2019 წლებში ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები