
ავტორი
Front News საქართველო
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით ჩვენი ამბიციური დღის წესრიგის შედეგები უკვე თვალსაჩინოა, 2025 წელს საქართველოს გავლით „შუა დერეფანში“ კონტეინერების გადაზიდვების მოცულობა 33 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მიმართულებით ტვირთბრუნვამ თითქმის ექვსჯერ მოიმატა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მისასალმებელია თურქმენეთის ინტერესი საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმდებარედ ლოგისტიკური და სასაწყობე შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით.
"მივესალმებით თურქმენეთის ინტერესს, საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმდებარედ ლოგისტიკური და სასაწყობე შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ არსებული პორტები, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მის ბაზაზე დაგეგმილი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, თურქმენული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდება რეგიონულ ბაზრებზე გასასვლელად.
დღეს, როგორც არასდროს, კერძო სექტორის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ბიზნესი გარდაქმნის ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ პარტნიორობას კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებად. სახელმწიფო უზრუნველყოფს სტაბილურ, პროგნოზირებად და კონკურენტუნარიან გარემოს, ხოლო კერძო სექტორი ქმნის ახალ ინიციატივებს, ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილებს", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს