Logo

ირაკლი კობახიძე - ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიმდინარე წლის პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით, 107 პროცენტით შესრულდა

პოლიტიკა
232
Frontnews image description

ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიმდინარე წლის პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით, ხარჯების ნაწილში, 107 პროცენტით შესრულდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"შევეხები ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეგმის შესრულებას. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით, ხარჯების ნაწილში, 107 პროცენტით შესრულდა. მოგეხსენებათ, რომ კორუფციის პრევენციის მიზნით და არასწორი პრაქტიკის პრევენციის მიზნით, შარშან დაგვჭირდა მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება, შედეგად, შარშან დაუხარჯავი დარჩა დაახლოებით 400 მილიონი ლარი, რომელიც სამინისტროს წლევანდელ ბიუჯეტზე გადმოვიდა და ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ამ თანხების გადაჭარბებით 107 პროცენტით ათვისებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, ისე ჩვენი ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისთვის.

მადლობა მინდა, გადავუხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს გეგმის გადაჭარბებით შესრულებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ. 

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები