ირაკლი კობახიძე -ინვესტიცია სპორტში არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, ჩვენი შვილების ჯანმრთელობასა და ჩვენს მომავალ ჩემპიონებში


ავტორი
Front News საქართველო
ინვესტიცია სპორტში - ეს არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, ეს არის ინვესტიცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობაში, ჩვენს მომავალ ჩემპიონებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამავე დროს, სპორტის განვითარება ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ინვესტიციას ეკონომიკაში და აქედან გამომდინარე, სპორტში ინვესტიციას აქვს მრავალმხრივი დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის.
“მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. მადლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პირადად ბატონ რევაზ სოხაძეს. მადლობა მუნიციპალური განვითარების ფონდს, თითოეულ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული სპორტკომპლექსის მშენებლობაში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს, რომელიც არის ჩვენი მრავალწლიანი და ძალიან საიმედო პარტნიორი. კიდევ ერთხელ, მადლობა აზიის განვითარების ბანკს ძალიან მნიშვნელოვანი, ფასდაუდებელი თანამშრომლობისთვის.
მჯერა, რომ ზუგდიდის ახალი სპორტკომპლექსი ხელს შეუწყობს ამ რეგიონში და ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში სპორტის განვითარებას, მრავალი ახალი ჩემპიონის აღზრდას. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ სპორტკომპლექსის გახსნა და მინდა მშვიდობა და წინსვლა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას”, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს