
ავტორი
Front News საქართველო
ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტურ დამოწმებებს არამეულის უახლოეს დიალექტზე. ეს დიალექტი ყველაზე ახლოსაა იმ ენასთან, რომელზეც იესო ლაპარაკობდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ კრისტის აუქციონზე იოანე ზოსიმეს უძველესი ხელნაწერის შესყიდვის შესახებ წერს.
მისივე თქმით, ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტურ დამოწმებებს არამეულის უახლოეს დიალექტზე.
“წიგნის პალიმფსესტური ფურცლები ინახავს ტექსტებს ქრისტიანულ-პალესტინურ, არამეულ და ქართულ ენებზე. პირველადი ტექსტი V-VII საუკუნის ბოლოა, ხოლო იოანე-ზოსიმეს მიერ პირადად დაწერილი ზედა ტექსტი ზუსტად 979 წლით თარიღდება.
ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტურ დამოწმებებს არამეულის უახლოეს დიალექტზე. ეს დიალექტი ყველაზე ახლოსაა იმ ენასთან, რომელზეც იესო ლაპარაკობდა და რომელიც შედგენილია წმინდა მიწაზე დაფუძნებული ცოცხალი ტრადიციის ფარგლებში“, – წერს კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს