
ავტორი
Front News საქართველო
მე, როგორც ვიცი, ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალზე“ გამოფენილი იყო მათ შორის, სააკაშვილის სურათები, ეს ნიშნავს იმას, რომ იქ რეალურად ტარდება ავტორიტარიზმის ფესტივალი; ყველაზე ცუდი ის არის, რომ ავტორიტარიზმის ფესტივალს საქართველოში პირდაპირ აფინანსებენ უცხოელი დონორები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ბეშუმში, „დემოკრატიის ფესტივალთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მისი თქმით, უცხოეთიდან დაფინანსებული „ავტორიტარიზმის ფესტივალები“ ვერ დააბრუნებს საქართველოში ავტორიტარიზმს.
“ძალიან ცუდია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეს არის არასწორი ჩარევა საარჩევნო პროცესებში. სამწუხაროდ, არჩევნები წარიმართება საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევის ფონზე, თუმცა ეს დარღვევები რეალურად შედეგებზე ვერ აისახება, ქართული საზოგადოება კარგად ხედავს ყველაფერს. აქედან გამომდინარე, როგორი ჩარევაც არ უნდა განხორციელდეს, მათ შორის, გარე ჩარევა, ეს რაიმე არსებით გავლენას არჩევნების შედეგებზე ვერ მოახდენს. მათ შორის, ვერც უცხოეთიდან დაფინანსებული ავტორიტარიზმის ფესტივალები ვერ დააბრუნებს საქართველოში ავტორიტარიზმს“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს