
ავტორი
Front News საქართველო
ირაკლი ჩიქოვანი არის ძალიან ღირსეული ადამიანი, თებერვლიდან, მისი ხელმძღვანელობით თავდაცვის სისტემაში უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა და ჩვენ ყველა მასთან ერთად გავაგრძელებთ ზრუნვას ქართული ჯარის გაძლიერებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ჩიქოვანი ასევე საპარლამენტო წიაღიდან მოდის და დღეს წარმოადგენს თავდაცვის მინისტრს, არის მთავრობის ვიცე-პრემიერი.
„ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი, რომელმაც უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა, იმის მიუხედავად, რომ საქმიანობის მოკლე პერიოდი ჰქონდა. თებერვლიდან, მისი ხელმძღვანელობით სისტემაში უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მასთან ერთად გავაგრძელებთ ზრუნვას ქართული ჯარის გაძლიერებაზე. ქართული ჯარი არის ჩვენი სიამაყე. თითოეული ქართველი ჯარისკაცი არის ჩვენი სიამაყე და რა თქმა უნდა, ჯარზე ზრუნვა იქნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. აქაც ეს საქმე საუკეთესო ხელშია ბატონი ირაკლი ჩიქოვანის სახით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს