
ავტორი
Front News საქართველო
ელენე ხოშტარიას ძალიან ბევრი რამ აქვს დასამალი და ამიტომ მალავს კიდეც. ძალიან ცხადად არის აქ ყველაფერი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხოშტარია დიდი იდენობით რუსულ ფულს რუბლებში იღებს.
“ის იღებს რუსულ ფულს, მაშინ როდესაც გვიმტკიცებდა, რომ თითქოს ყველაფერ რუსულზე აჟრიალებდა. ეს იყო მისი დამოკიდებულება ყველაფერი რუსულის მიმართ და დღეს აღმოჩნდა, რომ ის ძალიან დიდი ოდენობით რუსულ ფულს იღებს. დიდ ნაწილს რუბლებში. აქედან გამომდინარე, ორმაგი სტანდარტი აჩვენებს იმას, რომ რაღაცაშია საქმე. ამის შესახებ ინფორმაციას რომ მალავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი რამ დასამალი აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს