
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. უმეტეს შემთხვევაში ახალი მინისტრები დავნიშნეთ მთავრობის გარედან. აქაც ჩანს, რომ სპეკულაციებს არ აქვს არავითარი საფუძველი. ის, რომ ფართო გუნდიდან ხდება კადრების შერჩევა, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მინისტრის თანამდებობა პოლიტიკური თანამდებობაა და შესაბამისად, მიზანშეწონილია, რომ ვინც ინიშნება პოლიტიკურ თანამდებობაზე ჰქონდეს პოლიტიკური წარსულიც.
"საქართველოს მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. უმეტეს შემთხვევაში ახალი მინისტრები დავნიშნეთ მთავრობის გარედან. აქაც ჩანს, რომ სპეკულაციებს არ აქვს არავითარი საფუძველი. ის, რომ ფართო გუნდიდან ხდება კადრების შერჩევა, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. ნებისმიერ ქვეყანაში ეს ასე ხდება. ბუნებრივია, რადიკალური ოპოზიციის ალიანსიდან ჩვენ კადრებს ვერ შევარჩევთ და არც მოვიზიდავთ. ალიანსს მიღმაც არ ვაპირებთ ოპოზიციიდან კადრების მოზიდვას, იმდენად დიდი პრობლემაა კომპეტენციის კუთხით. ამიტომ, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ფართო გუნდიდან ხდება ხოლმე კადრების შერჩევა. პოლიტიკური თანამდებობაა მინისტრის თანამდებობა და შესაბამისად, მიზანშეწონილია, ვინც ინიშნება პოლიტიკურ თანამდებობაზე ჰქონდეს პოლიტიკური წარსულიც, დაკავშირებული ჩვენს გუნდთან. ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, ყველა ქვეყანაში ასე ხდება“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს