ირაკლი კობახიძე – ისეთ ქმედებებზეა გადასული, რაც ბოლომდე თვითდაზიანებას ნიშნავს

ავტორი
Front News საქართველო
როდესაც კეზერაშვილის ტელევიზიაში დგახარ და ამბობ, ჩემი იმედები ვერ გაამართლა ბიძინა ივანიშვილმა, ეს არ ვიცი უკვე, რა კომენტარს იმსახურებს. ეს ნიშნავს, რომ ყველანაირ ფსკერზეა ეს კაცი დაშვებული, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიძინა
ივანიშვილთან დაკავშირებით “საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ყოფილი პრემიერი „მორალურ ფსკერზე“ დაეშვა.
“როდესაც ასე საუბრობ, ფსკერს ქვემოთაც ხარ. მთელი მისი აგიტაცია აგებული იყო იმაზე, რომ მას ჰქონდა კოორდინაცია „ოცნებასთან“, ივანიშვილთან და ა.შ., მაგრამ დღეს ის კეზერაშვილის ტელევიზიაში პირდაპირ დაუპირისპირდა ივანიშვილს. ის ისეთ ქმედებებზეა გადასული, რაც ბოლომდე თვითდაზიანებას ნიშნავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ “ფორმულას” ეთერში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა, არა მარტო მისი, არამედ მოქალაქეების.





