ირაკლი კობახიძე - ისევე როგორც ყველა რეგიონში, კახეთში გავიმარჯვებთ შთამბეჭდავად 8-ვე მუნიციპალიტეტში


ავტორი
Front News საქართველო
ისევე როგორც ყველა რეგიონში, კახეთში გავიმარჯვებთ შთამბეჭდავად 8-ვე მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ყველა საკრებულოში დიდი უპირატესობით დააკომპლექტებს უმრავლესობას.
"ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი გაიმარჯვებს 8-ვე მუნიციპალიტეტში. ზოგ მუნიციპალიტეტში უკვე მოგებული აქვთ, ესეც ცალკე თემაა. 8-დან თუ არ ვცდები 4 მუნიციპალიტეტია კახეთში, სადაც წინასწარ აქვს მოგებული ჩვენს მერობის კანდიდატს და დანარჩენ 4-ში პირველ ტურში მოვიგებთ ძალიან დიდი ანგარიშით. ასევე, ყველა საკრებულოში დიდი უპირატესობით დავაკომპლექტებთ უმრავლესობას“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს