
ავტორი
Front News საქართველო
ისინი უმრავლესობაში რჩებიან – დასამალი არაფერია, არაფერი ფარულად არ კეთდება. უთანხმოება ერთ საკითხზე გვაქვს, მაგრამ ისინი უმრავლესობის წევრები არიან და მათი ხმები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“ისინი აღარ არიან ჩვენი პარტიის წევრები და შესაბამისად ფრაქციის წევრები, მაგრამ ისინი რჩებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებად. ყველა ქვეყანაშია გავრცელებული ეს პრაქტიკა – აუცილებელი არ არის, რომ უმრავლესობა შედგებოდეს ერთი პარტიის წარმომადგენლებისგან. მათ ნათქვამი აქვთ, რომ მხარს დაუჭერენ ჩვენს საპარლამენტო ინიციატივებს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენს ფრაქციას 80 ხმა გვაქვს საქართველოს პარლამენტში, გადაწყვეტილებების მიღებას 76 ხმა სჭირდება და მნიშვნელოვანია, რომ სათანადო ხმების რეზერვი გვქონდეს. მათ, მართალია, პარტია დატოვეს, თუმცა მხარს უჭერენ უმრავლესობის პოზიციებს. ჩვენთვის თითოეული პარლამენტარის ხმა მნიშვნელოვანია, რათა სტაბილური უმრავლესობა არსებობდეს პარლამენტში. აქედან გამომდინარე, მარტივი ასახსნელია, რაც საზოგადოებამ იხილა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
10 სექტემბერს კაჭრეთში, „ქართული ოცნების’’ საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის გასვლით სამუშაო შეხვედრას „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატებიც ესწრებოდნენ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს