Logo

ირაკლი კობახიძე - იუნკერებმა გმირობის გამორჩეული მაგალითი დაგვიტოვეს ჩვენ და თითოეულმა ქართველმა უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ მაგალითით

პოლიტიკა
198
Frontnews image description

იუნკერებმა,  ამ ახალგაზრდა ადამიანებმა გმირობის გამორჩეული მაგალითი დაგვიტოვეს ჩვენ და თითოეულმა ქართველმა უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ მაგალითით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის თავდადების, სამშობლოსათვის თავგანწირვის ნამდვილი მაგალითი.

"პატივს მივაგებთ იუნკერების ხსოვნას. ამ ახალგაზრდა ადამიანებმა გმირობის გამორჩეული მაგალითი დაგვიტოვეს ჩვენ და თითოეულმა ქართველმა უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ მაგალითით. ეს არის თავგანწირვის, თავდადების, სამშობლოსათვის თავგანწირვის ნამდვილი მაგალითი. ჩვენი ვალია იუნკერებისთვის პატივის მიგება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები