ირაკლი კობახიძე – ჯანდაცვის სისტემის განვითარება განსაკუთრებული პრიორიტეტია


ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის სისტემის განვითარება განსაკუთრებული პრიორიტეტია, გვაქვს სერიოზული გეგმები, ასევე სერიოზული ინვესტიციები ჩაიდება სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ მულტიფუნქციური ცენტრების მნიშვნელობაზე.
“ჯანდაცვის სისტემის განვითარება არის განსაკუთრებული პრიორიტეტი და აქაც გვაქვს სერიოზული გეგმები, მათ შორის ახალი ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით არსებული პროგრამების კიდევ უფრო მეტად დახვეწისა და გაფართოების თვალსაზრისით. ამაზეც 4 წლის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავებთ. სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი, ესეც არის ერთ-ერთი სერიოზული პრიორიტეტი და ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები. განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ მულტიფუნქციური ცენტრების მნიშვნელობაზე, ეს არის პროექტი, რაშიც დაიხარჯება დაახლოებით 2 მილიარდი ლარი. ყველა მუნიციპალურ ცენტრს საბოლოო ჯამში უნდა ჰქონდეს მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა თავის საცურაო აუზით და თავისი სხვა სივრცეებით სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის, ამაშიც ძალიან სერიოზული ინვესტიცია ჩაიდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის ფუნქციის შემდგომი განვითარება საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი თანამშრომლობის განსაკუთრებული პრიორიტეტია

ირაკლი ღარიბაშვილი – პროკურატურის სისტემის განვითარება ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია

ირაკლი კობახიძე – განათლების სისტემის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია