Logo

ირაკლი კობახიძე – ჯაფარიძესა და ხაზარაძეს არაფერი აქვთ სათქმელი, ისინი გაურბიან მისვლას საგამოძიებო კომისიაში

პოლიტიკა
1227
Frontnews image description

ჯაფარიძესა და ხაზარაძეს არაფერი აქვთ სათქმელი, ისინი გაურბიან მისვლას საგამოძიებო კომისიაში, ეს არის მათი არჩევანი, საქართველოში მოქმედებს კანონები და ამ კანონების მიხედვით გაგრძელდება პროცედურები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არის ძალიან მკაფიო შემთხვევები, რასთან დაკავშირებითაც საგამოძიებო კომისიას სურს მეტი ინფორმაციის მიღება.

“ამ ადამიანებს არაფერი აქვთ სათქმელი, არის ძალიან მკაფიო შემთხვევები, რასთან დაკავშირებითაც საგამოძიებო კომისიას სურს მეტი ინფორმაციის მიღება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საკითხები არის უხერხულობის შემცველი შესაბამისი ადამიანებისთვის, რომლებიც არიან ეჭვმიტანილი კონკრეტული მძიმე დანაშაულების ჩადენაში, ისინი გაურბიან მისვლას საგამოძიებო კომისიაში, ეს არის მათი არჩევანი. საქართველოში მოქმედებს კანონები და ამ კანონების მიხედვით გაგრძელდება პროცედურები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები