Logo

ირაკლი კობახიძე - ჯარიმები ჩამოეწერება უკლებლივ ყველა ენერგეტიკულ კომპანიას და ამით არის ეს გადაწყვეტილება გამორჩეული

პოლიტიკა
134
Frontnews image description

ჯარიმები ჩამოეწერება უკლებლივ ყველა ენერგეტიკულ კომპანიას და აღდგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმით არის გამორჩეული, რომ არავითარი  დიფერენციაცია არ იქნება.

"ჯარიმები ჩამოეწერება უკლებლივ ყველა ენერგეტიკულ კომპანიას და აღდგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს. უკლებლივ ყველას, განურჩევლად ჩამოეწერება ეს ჯარიმები და ამით არის ეს გადაწყვეტილება გამორჩეული - არავითარი  დიფერენციაცია არ იქნება. უკლებლივ ყველა კომპანიაზე ვრცელდება ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები