
ავტორი
Front News საქართველო
მიხარია, რომ ეს ძალიან ღირებული, მნიშვნელოვანი ტრადიცია გრძელდება და უკვე მე-4 წელია, რაც იმართება „ჯარის ბანაკი“, რომელიც ახალგაზრდებს გაძლევთ საშუალებას, გაიზიაროთ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ჯარის ბანაკი 2026“-ის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, 1700 მოსწავლეს მასპინძლობს „ჯარის ბანაკი“,როგორც კოჯორში, ისე საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში.
"დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღეები თქვენთვის იქნება ძალიან საინტერესოც, სასიამოვნოც და საბოლოო ჯამში, იქნება დაუვიწყარი. მთლიანობაში 1700 მოსწავლეს მასპინძლობს „ჯარის ბანაკი“,როგორც კოჯორში, ისე საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში. თითოეულ თქვენგანს გექნებათ იმის საშუალება, რომ ადგილზე ნახოთ, თუ როგორია ჯარისკაცის ცხოვრება, რა ღირებულებებს ეზიარება სამხედრო მოსამსახურე. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ წელს პირველად დაემატა „ჯარის ბანაკს“ „საპატრიარქო საათის“ კომპონენტი, სადაც თქვენ გექნებათ ჩვენს ეროვნულ, სულიერ ღირებულებებზე საუბრის საშუალება.
უმნიშვნელოვანესი პროექტია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ახორციელებს ამ პროექტს. მადლობა მინდა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს, თითოეულ ინსტრუქტორს. თითოეული თქვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის დღეები, რომლებსაც გაატარებთ „ჯარის ბანაკში“. მინდა, ყველას გისურვოთ წარმატებული და ძალიან საინტერესო დღეები“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს