ირაკლი კობახიძე - ჯერ გავიგოთ, აღიარებს თუ არა რადიკალური ოპოზიცია და საერთაშორისო სუბიექტები ეუთო/ოდირის შარშანდელ დასკვნას და შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ მოწვევასთან დაკავშირებით


ავტორი
Front News საქართველო
წინა არჩევნებზე დაწერა ეუთო/ოდირმა დასკვნა და გახდა არა მხოლოდ ჩვენი ქართული რადიკალური ოპოზიციის, არამედ საერთაშორისო სუბიექტების თავდასხმის ობიექტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ჯერ გასაგებია, აღიარებენ თუ არა ეს ადამიანები ეუთო/ოდირის შარშანდელ დასკვნას და ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა არჩევნებზე მის მოწვევასთან დაკავშირებით.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რა ხდება ეუთო/ოდირთან დაკავშირებით. წინა არჩევნებზე დაწერა ეუთო/ოდირმა დასკვნა და გახდა არა მხოლოდ ჩვენი ქართული რადიკალური ოპოზიციის, არამედ საერთაშორისო სუბიექტების თავდასხმის ობიექტი. ჯერ გავიგოთ, აღიარებენ თუ არა ეს ადამიანები ეუთო/ოდირის შარშანდელ დასკვნას და ამის შემდეგ ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ჩვენ დაგვჭირდება აქაური რადიკალური ოპოზიციისა და საერთაშორისო სუბიექტების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უდგებიან შარშანდელ დასკვნას, რომელიც მოამზადა ეუთო/ოდირმა. ამის შემდეგ ვიმსჯელოთ ყველაფერ დანარჩენზე“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს