Logo

ირაკლი კობახიძე – ჯერ უნდა იყოს გამოძიებული 7-8 მარტის ძალადობა, შემდეგ მოვა ლისზე მომხდარი მოვლენების გამოძიების დრო

პოლიტიკა
1233
Frontnews image description

გამოძიება ყველაფერს სჭირდება, თუ სადმე რაიმე დანაშაულია ჩადენილი, მაგრამ ქრონოლოგიურად, გამოძიება ჯერ 7-8 მარტის ძალადობას უწევს. ჯერ სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული 7-8 მარტის ძალადობა, საჭიროა შესაბამისი ადამიანების ბოლომდე პასუხისგებაში მიცემა და ამის მერე მოვა ალბათ დრო, ლისზე მომხდარი მოვლენები იქნეს გამოძიებული, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ძალადობა 7-8 მარტს ბევრად უხეში ფორმით იყო გამოხატული.

 

“7-8 მარტსაც იყო უამრავი ფაქტი, მათ შორის, ადამიანებზე ძალადობის ფაქტები, რაც ძალიან მძიმეა. ცეცხლი არავისთვის წაუკიდებიათ ლისზე. ცეცხლი წაუკიდეს 7-8 მარტს მოძალადეებმა, ვანდალიზმი იყო ათასნაირი, რუსთაველი ლამის გადაწვეს. რუსთაველის თეატრს მიახატეს რაღაც ათასი სიბინძურე. ეს ხდებოდა 7-8 მარტს. ლისზე ამის ნახევარიც კი არაფერი მომხდარა. ძალადობა ბევრად უხეში ფორმით იყო გამოხატული 7-8 მარტს. ამიტომ, ჯერ ყველამ უნდა მოიკითხოს 7-8 მარტის მოძალადეების, ძალადობის საკითხი, მერე ყველაფერი დანარჩენი“, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები