ირაკლი კობახიძე - ჯო უილსონის წერილი ეუთოსადმი არის ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომა, რაც არ შეშვენის აშშ-სა და ევროპას


ავტორი
Front News საქართველო
ჯო უილსონის წერილი ეუთოსადმი არის ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომა, რაც არ შეშვენის აშშ-სა და ევროპას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ჯო უილსონის თანაავტორობით გაგზავნილ წერილს შეეხებოდა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მიდგომები შეიცვლება და აღნიშნა, რომ პირველ რიგში, სწორედ, აშშ-სა და ევროპისთვისაა მნიშვნელოვანი მსგავსი საბჭოური დამოკიდებულებების შეცვლა.
"ეს არის ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომა, რომ შეხედო ჯო უილსონს, ისიც ძალიან წააგავს თავისი ნატურით ცეკას მდივანს. ეს არის ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომები, რაც არ შეშვენის აშშ-სა და ევროპას. ჩვენ სხვანაირ ევროპას ვიცნობდით, ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს. სხვანაირ ამერიკის შეერთებულ შტატებს ვიცნობდით და არა ისეთს, როგორსაც განასახიერებს ჯო უილსონი. იმედია, ეს ყველაფერი შეიცვლება და ეს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თვითონ აშშ-სა და ევროპისთვის, რომ ასეთი საბჭოური დამოკიდებულების ნაცვლად, დამკვიდრდეს ჯანსაღი დამოკიდებულებები", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს