
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები იყო განხილვის მთავარი თემა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეს ჯონათან ჯანოგლისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ირაკლი კობახიძეს შორის.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ჯგუფის თავმჯდომარეს და დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. როგორც მან განაცხადა, საერთაშორისო ასპარეზზე ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვანია.
“ჩვენ გამორჩეული მეგობრები გვყავს ბრიტანეთის პარლამენტში, პირველ რიგში, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის და ასევე, სხვა პარლამენტარებს მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს