Logo

ირაკლი კობახიძე კახა კალაძესთან ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა

Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა.

კობახიძემ ნაკრების ფეხბურთელებს ერთა ლიგის მატჩების წინ წარმატებები უსურვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ სჯერა, ქვეყანა მათი გამარჯვებით კიდევ არაერთხელ იამაყებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს – 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს უმასპინძლებს, 10 სექტემბერს კი ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები